Team Talk-ის ცნობით, 22 წლის ცენტრალური მცველი ილია ზაბარნი შეიძლება პსჟ-ში ვერ გადავიდეს.
უკრაინელში „ბორნმუთმა“ 70 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 82 მილიონი ევრო) მოითხოვა, პარიზული კლუბი კი 60 მილიონის პლუს ბონუსების გადახდაზეა თანახმა და მოლაპარაკებები დროებით შეაჩერა.
პსჟ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ განიხილავს ზაბარნის საკითხს – უღირს თუ არა მისი შეძენა. თავად ფეხბურთელს „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლა სურს და 2023 წლამდე პირადი კონტრაქტიც შეათანხმა.
