ფაშინიანის თქმით, მზადაა სომხეთის კათოლიკოსს აჩვენოს, რომ წინდაცვეთა არ აქვს

„კტრიჩ ნერსისიანის (სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს საერო სახელი) სპიკერმა განაცხადა, თითქოს მე წინადაცვეთა მაქვს გაკეთებული. მზად ვარ მივიღო კტრიჩ ნერსისიანი და მისი სპიკერი და დავუმტკიცო საწინააღმდეგო,“ – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ „Facebook“-გვერდზე დაწერა.
„ხოლო თვითონ კი, ბოლოს და ბოლოს, პასუხი გასცეს კითხვას: დაარღვია თუ არა დაუქორწინებლობის [ცელიბატი] აღთქმა? ჰყავს თუ არა შვილები?“ – დაამატა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსა და სასულიერო პირებს შორის დაპირსპირება დაახლოებით, ერთი თვეა გრძელდება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საზოგადოებას შესთავაზა საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, რომელიც დაკავდება ახალი კათოლიკოსის ს ორგანიზებით.
მანამდე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ბრალდება წაუყენა სომხეთის კათოლიკოსს, გარეგინ II-ს და მაღალი რანგის სასულიერო პირთა ჯგუფს ცელიბატის აღთქმის დარღვევაში. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ თუ დადასტურდება, რომ გარეგინ II-მ მართლაც დაარღვია ცელიბატი და ჰყავს შვილი, ის ვერ შეძლებს ყველა სომეხის კათოლიკოსად დარჩენას.
სასულიერო პირები, თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიის გაჩაღებაში ადანაშაულებენ.