აქციის მონაწილეებისთვის მანქანის განზრახ დაჯახებისთვის ერთი პირი დააკავეს – შსს

22 ივნისს უწყვეტი პროევროპული აქციის მონაწილეებისთვის ავტომობილის განზრახ დაჯახებისთვის ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის გ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ან 2-წლამდე პატიმრობით.
22 ივნისს, ღამის საათებში, უწყვებტი პროევროპული აქციის მონაწილეთა ჯგუფში შევარდა მსუბუქი ავტომანქანა. თვითმხილველების ინფორმაციით, ის მიზანმიმართულად ცდილობდა დასჯახებოდა აქციის მონაწილეებს. ის არ დაემორჩილა არც პატრულის მითითებას და მანქანა პოლიციელის მიმართულებითაც დიდი სიჩქარით გააქანა – “გადაუხტა გზიდან სამართალდამცავი”.
შემთხვევის შედეგად დაზიანება მიიღო მინიმუმ სამმა მოქალაქემ. მათგან ორი – მარიამ მეყანწიშვილი და ლიზი უბილავა კლინიკაში გადაიყვანეს. მეყანწიშვილის ინფორმაციით, მას ნეკნის ხაზოვანი მოტეხილობა აქვს და ექიმის რეკომენდაციით, 10-დღიანი წოლითი რეჟიმი უნდა დაიცვას.