“ციხეშიც აგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას” – ადვოკატი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე

“ძლიერი საქართველოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე რუსთავის ციხეში ადვოკატმა მოინახულა. არჩილ ჭავჭანიძის განცხადებით ისინი შემართებით არიან და დააბარეს გზავნილი თანაგუნდელებთან და მხარდამჭერებთან.
“მოვინახულე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათი განწყობა არის ქალიან მტკიცე. მათი გზავნილი თანამებრძოლებისთვის და თანაგუნდელებისთვის არის, რომ ბრძოლა გრძელდება. არიან ძალიან შემართებით. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ არ ვწყვეტთ ამ ბრძოლას და ციხეში ყოფნის დროსაც აგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას. შესაბამისად მოუწოდებენ მხარდამჭერებს და თავიანთი გუნდის წევრებს, რომ ბოლომდე იბრძოლონ, რა გზაზეც დგას ძლიერი საქართველო […] რაც შეეხება სამართლებრივ მექანიზმებს, ჩვენ, ადვოკატები გავაგრძელებთ სამართლიან ბრძოლას და ვაპირებთ გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციებში – როგორც სააპელაციო სასამართლოში, ასევე უზენაეს სასამართლოში და შემდეგ უკვე, სტრასბურგის სასამართლოში შევიტანთ შესაბამის სარჩელს”, – განაცხადა არჩილ ჭავჭანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში