ადვოკატი – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სხვადასხვა საკანში იმყოფებიან – არიან მხნედ და მოტივირებულები

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს საბრძოლო განწყობა აქვთ, მხნედ არიან და მოტივირებულები, – ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერების – მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ლევან სამუშიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომელმაც დღეს ოპოზიციონერი ლიდერები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.
როგორც სამუშიამ აღნიშნა, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „ცალ-ცალკე საკანში იმყოფებიან“.
„მხნედ არიან, მოტივირებულები არიან იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკურ ტყვეობაში არიან. საბრძოლო განწყობა აქვთ, იმედიანად არიან, რომ საქართველო გათავისუფლდება და ქვეყანა მიაღწევს დემოკრატიზაციას და ქართულ რელსებზე დაბრუნებას. ცალ-ცალკე საკანში იმყოფებიან“, – აღნიშნა სამუშიამ.
ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ 23 ივნისს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მათ 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამასთან, აეკრძალათ თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში