– ივანიშვილს გონება აქვს დაკარგული, ყველაფერს აკეთებს, ყველაფერზე ხელს აწერს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და რაც უფრო მეტად მოჭიმავს უსამართლობის ზამბარას, მით უფრო მძიმედ დაასრულებს

ივანიშვილს გონება აქვს დაკარგული, ყველაფერს აკეთებს, ყველაფერზე ხელს აწერს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და რაც უფრო მეტად მოჭიმავს ამ უსამართლობის ზამბარას, მით უფრო მძიმედ დაასრულებს,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, მ განაცხადა.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ბრძოლა იქნება საქართველოს და ქართველი ხალხის გამარჯვებამდე.
„დღეს, პოლიტიკური ლიდერები ისჯებიან პატრიოტიზმისთვის, ისჯებიან გამბედაობისთვის და ისჯებიან იმისთვის, რომ იმ ცირკში არ გამოცხადდნენ, რასაც ს გაუგებარი კომისია ჰქვია.
ჩემი სოლიდარობა ს, ს, ს, ბადრი ჯაფარიძეს, ზურა ჯაფარიძეს, ირაკლი ოქრუაშვილს, დღეს ალბათ მათ რიგებს შეუერთდება, სულ რამდენიმე დღეში ალბათ გივი თარგამაძეც.
წარმოუდგენელია რაც ხდება, ივანიშვილს გონება აქვს დაკარგული, ყველაფერს აკეთებს, ყველაფერზე ხელს აწერს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და რაც უფრო მეტად მოჭიმავს ამ უსამართლობის ზამბარას, მით უფრო მძიმედ დაასრულებს. ივანიშვილის მიზანი არის, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს თავისუფალი სიტყვა, ქვეყანაში დატყვევებული იყოს თავისუფალი სიტყვა და ამისათვის ისჯება ყველა.
თავისუფლება თითოეულ პოლიტპატიმარს და აუცილებლად ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ გარდაუვალ გამარჯვებამდე,“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ