500 Global in Eurasia-ს ფარგლებში, სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება – Demo Day გაიმართა

500 Global-ის, სა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პარტნიორობით, რეგიონში სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის 500 Global in Eurasia- პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება, Demo Day გაიმართა.

Demo Day შესაძლებლობაა სტარტაპებისთვის, საკუთარი იდეები ფართო აუდიტორიას გააცნონ, დაამყარონ ღირებული კავშირები, რომელიც მათ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებაში დაეხმარება.

აქსელერაციის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიებისთვის სტარტაპები 12 კვირის განმავლობაში ემზადებიან – მენტორებთან ერთად მუშაობენ ბიზნეს იდეის გამართვაზე, ინვესტორებისა და ფონდების მოზიდვის, საკუთარი ბიზნესის სწრაფად ზრდისა და განვითარების სტრატეგიაზე.

წელს 500 Global in Eurasia-ს პროგრამაში მონაწილეობა 5 ქვეყნის 8 სტარტაპმა მიიღო, Demo Day-ზე კი აუდიტორიას საკუთარი ბიზნესი 6-მა სტარტაპმა გააცნო და მიიღო ინვესტიცია.

Demo Day-ზე მონაწილე სტარტაპებს შორის იყვნენ:

Cuid – ხელს უწყობს დანაშაულის პრევენციას და დაცვის სისტემის ხელმისაწვდომობის ზრდას ბიზნესებისთვის და კერძო მესაკუთრეებისთვის.

Evolve – ამარტივებს ბიზნესისთვის გადამზადების პროცესს. მისი დახმარებით, ბიზნესს საშუალება ეძლევა, სულ რაღაც 24 საათში ყოვლისმომცველი კურსები და ტრენინგები შექმნას.

Aspis – შეიქმნა DeFAI Powerhouse -Agent-ებით ვაჭრობისთვის. Aspis-ი არის ჩატზე დაფუძნებული ასისტენტი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ციფრული აქტივების პორტფელის მართვაში, გადაწყვეტილებების მიღებისას ემოციური ფაქტორის გამორიცხვით. თქვენ უბრალოდ უგზავნით მას დავალებას ინგლისურად, პასუხს კი იღებთ მომენტალურად.

Quissly – ჩატზე დაფუძნებული პროდუქტების საძიებო სისტემაა, რომელიც ონლაინ მოვაჭრეებს ეხმარება, შექმნან მომხმარებელზე მორგებული გამოცდილება და ხელი შეუწყონ გაყიდვების ზრდას.

Aino – Aino prompt-ზე დაფუძნებული მდებარეობის დაზვერვის პლატფორმაა, რომელიც გეო-მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მეშვეობით ეხმარება მონაცემთა ანალიტიკოსებს, არქიტექტორებს, ურბანულ დამგეგმარებლებს და სხვა დარგის წარმომადგენლებს, იმუშაონ სივრცით მონაცემებზე გლობალურად, სპეციფიკური GIS უნარების გარეშე.

Faqtor – იყიდე ახლა, გადაიხადე მერე – გადაწყვეტა ბიზნესისთვის. პლატფორმა კომპანიებს სთავაზობს სესხს იმ მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. დამტკიცების პროცესის დასაჩქარებლად, Faqtor იყენებს AI-ზე დაფუძნებულ სისტემას, რომელიც სესხის დამუშავების დროს კვირებიდან რამდენიმე დღემდე ამცირებს.

ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia 12 კვირიანისტარტაპების გადამზადების ინტენსიური პროგრამაარომლის ფარგლებშიც მონაწილეები გამოიმუშავებენ ყველა იმ საჭირო უნარს და იძენენ იმ ინსტრუმენტებსრომელიც მათ სწრაფ ზრდაში დაეხმარებაპროგრამაში მონაწილეობა უკვე მიიღო აღმოსავლეთ ევროპისკავკასიისა და ცენტრალური აზიის 80-ზე მეტმა სტარტაპმა.

500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანიარომელიც, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავსიგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებშირომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებსშექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემარომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობადღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2 900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდანმისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიასრომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიასრომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძოსაჯარო და exited კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 25 ქვეყნიდან, 150+ წევრს აერთიანებსრომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.