უფრო მეტი, ვიდრე სათამაშო: საახალწლო საჩუქრების საუკეთესო იდეები პატარებისთვის

ახალი წელი სულ მალე გაახარებს პატარების გულებს, რომლებიც მოუთმენლად ელიან ნაძვის ხის ქვეშ სანტას საჩუქრებს. თუ განსხვავებულ, საინტერესო და შემეცნებით საჩუქარს ეძებთ ბავშვებისთვის საახალწლოდ, რომელსაც გართობის გარდა სხვა ფუნქციებიც ექნება, რამდენიმე კარგ იდეას შემოგთავაზებთ:
გუნდას დღიური
ყველასთვის საყვარელი – თოვლის გუნდას ამბებითა და ილუსტრაციებით გაფორმებული საბავშვო ჩანაწერების დღიური ძალიან საყვარელი საჩუქარი იქნება ბავშვებისთვის. ასწავლეთ, როგორ ჩაწეროს დღიურში თავისი თავგადასავლები, ან ერთად შექმენით „მეგობრობის დღიური“. ამ ჯადოსნურ ბლოკნოტში ბევრი საინტერესო აქტივობის გაკეთება შეიძლება. თუნდაც თქვენი შვილის მიერ მოფიქრებული კომიქსის შექმნა, ან ერთად მოფიქრებული პატარა ზღაპრების ჩაწერა.
ჩემი პირველი მსოფლიო ატლასი
ეს ჯადოსნური ატლასია, რომელსაც გადაშლით თუ არა, თვალწინ მბრუნავი გლობუსი ამოიშლება. ბავშვი შეძლებს გამოიკვლიოს ჩვენი პლანეტა, უმაღლესი მწვერვალებით დაწყებული, უდიდესი ტყეებით, ვრცელი ოკეანეებითა და იქ მცხოვრები ადამიანებითა და ცხოველებით დამთავრებული. იპოვოს ძველი ნაგებობები, განთქმული ძეგლები და გასაოცარი ბუნებრივი გარემო. გაიგოს მეტი სპორტის, საკვების, ეროვნული სამოსის, კულტურისა და ენების შესახებ პლანეტის მასშტაბით. შეიტყოს გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ვართ – ისეთებზე, როგორებიც, მაგალითად: პლანეტის მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, კლიმატის ცვლილება, ველური ბუნებისა და გარემოს მომავალი. „ჩემი პირველი მსოფლიო ატლასი“ ნამდვილად საინტერესო და გამოსადეგი საჩუქარია!
ბანდიტი ბებია ბრუნდება
წიგნი, განკუთვნილია 8-12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ბავშვების საყვარელი წიგნის – „ბანდიტი ბებია“ გაგრძელება. წლები გავიდა, რაც ბენმა საყვარელი ბანდიტი ბებია დაკარგა, მაგრამ ის დაბრუნდა… შავ კატად შენიღბული და თავგადასავლებიც დაიწყო. მერე როგორი! ბენი და მისი მეგობარი რაჯი თვით დიდი ბრიტანეთის დედოფალს დაუმეგობრდებიან და მრავალი დაბრკოლებისა და ხიფათის შემდეგ მსოფლიო თასსა და ტუტანხამონის ნიღაბს ბრიტანეთის მუზეუმში დააბრუნებენ. უგულშემატკივრეთ ბენის, რაჯისა და ბრიტანეთის დედოფლის ხიფათით სავსე თავგადასავალს!
მე მიყვარს კრისტალები – შობა
შემეცნებითი საჩუქარი 6-8 წლამდე ბავშვებისთვის. ეს საჩუქარი ბავშვებს თვალისმომჭრელ სანახაობას ჰპირდება. 2000 გასაოცარი კრისტალით შექმნის სადღესასწაულო ნახატებს. ეს ძალიან ადვილი და სახალისოა – დაფას კრისტალები უნდა დააწებოს და შექმნას ბრჭყვიალა ნახატები, ბარათები და ფიგურები! ზამთრის საოცრებათა ქვეყანას საკუთარი ხელით შექმნილი მოციმციმე ნახატებითა და ფიგურებით, თოვლის მეგობრებითა და ბრჭყვიალა საჩუქრებით ააციმციმებს.
სათამაშო თოვლის გუნდა
პოპულარული ქართველი პერსონაჟის სათამაშო ყველა ბავშვმა შეიყვარა მულტფილმიდან „მე წვიმად მოვალ“. გუნდას სათამაშო ბევრნაირი ვარიაციებითაა ხელმისაწვდომი. მათ შორის, მუსიკალური გუნდას სათამაშოც, რომელიც ყველასათვის საყვარელ სიმღერას მღერის.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით