ისრაელის თავდაცვის ძალები – ირანთან ომში ყველა ამოცანა სრულად შევასრულეთ, თავდაცვის ძალები მაღალი დონის მზადყოფნის რეჟიმში რჩება

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სრულად შეასრულა ყველა ის ამოცანა, რომელიც ირანთან ომის დაწყებამდე ჰქონდა დასახული, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები მაღალი დონის მზადყოფნის რეჟიმში რჩება.
„შტაბის უფროსმა ისრაელის თავდაცვის ძალებს დაავალა, რომ მაღალი დონის მზადყოფნის რეჟიმში დარჩნენ და ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი დარღვევისთვის ძლიერი რეაგირებისთვის მოემზადონ“, – აღნიშნა ეფი დეფრინმა.
ცნობისთვის, მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ ქვეყანა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ -ის წინადადებას დათანხმდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას „ძლიერ პასუხს გასცემს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას