ნუთუ თავისუფალი სამყარო იმდენად სუსტია, რომ არაფრის გაკეთება შეუძლია ქართველი ხალხის მხარდასაჭერად? – ასე ეხმაურება ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავებას.
„ნუთუ თავისუფალი სამყარო იმდენად სუსტია, რომ არაფრის გაკეთება შეუძლია ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდასაჭერად, რომლებიც ცდილობენ ამ პატარა სამხრეთ კავკასიურ ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას წინააღმდეგობა გაუწიონ? ავტორიტარული რეჟიმები და მათ სამსახურში მყოფი „სასარგებლო იდიოტები“ მხოლოდ მეტ თავდაჯერებულობას შეიძენენ თავიანთი თავდასხმითი კამპანიის გასაგრძელებლად“, – წერს მარკო მიხელსონი X-ზე.
