პარლამენტის მიმდებარედ პოეტი ზვიად რატიანი დაკავეს

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი დაკავეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელებში აქტივისტები ავრცელებენ.
ასევე, სოციალურ ქსელში გვერდი – “protest24” ზვიად რატიანის დაკავების კადრებს ავრცელებს.
კადრებში ჩანს, რომ მას პოლიციის მანქანაში სვამენ.
რატიანი სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული.
გავრცებულ ვიდეოში საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, დავით მამაგეიშვილი აცხადებს, რომ პოლიციელს დაარტყა.
“პოლიციის თანამშრომელთან მივიდა და ხელი დაარტყა, სრულიად უმიზეზოდ”, – აცხადებს პოლიციელი.
“ინტერპრესნიუსი” დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.