ჯო უილსონი – არალეგიტიმურმა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უკანონოდ დააკავა – ივანიშვილი კომუნისტური ჩინეთის სამსახურში მყოფი, ერთპარტიული სახელმწიფოს შექმნას ცდილობს

არალეგიტიმურმა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, და ბადრი ჯაფარიძე უკანონოდ დააკავა, – ამის შესახებ კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„არალეგიტიმურმა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უკანონოდ დააკავა, რითაც რეპრესიები გააძლიერა. ივანიშვილი კომუნისტური ჩინეთის სამსახურში მყოფი ერთპარტიული სახელმწიფოს შექმნას ცდილობს. სენატმა „MEGOBARI აქტი“ უნდა მიიღოს!“, – წერს ჯო უილსონი.