პარტია „ფედერალისტები“ – ერთადერთი შანსი, ქვეყანა სახიფათო კრიზისიდან გამოვიდეს, საქართველოს მოქალაქეების მტკიცე და ურყევ წინააღმდეგობაშია

ერთადერთი შანსი, ქვეყანა ამ სახიფათო კრიზისიდან გამოვიდეს და ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდეს, საქართველოს მოქალაქეების მტკიცე და ურყევ წინააღმდეგობაშია, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტები“ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „პარტია ყველა „პოლიტპატიმარს“ თავისუფლებას უსურვებს“.
„პარტია „ფედერალისტების“ განცხადება ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიულ პოლიტიკასა და ოპონენტების დევნასთან დაკავშირებით: ივანიშვილის რეპრესიების ამოცანა ქართული საზოგადოების დემორალიზება და მისი ნების გატეხვაა. საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს პოლიტიკური ოპონენტების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და რეჟიმის მოწინააღმდეგე მოქალაქეების ამ მასშტაბის დევნა.
ივანიშვილს ქაოსის, დაპირისპირებისა და დესტაბილიზაციის გზა აქვს არჩეული. ერთადერთი შანსი, ქვეყანა ამ სახიფათო კრიზისიდან გამოვიდეს და ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდეს, საქართველოს მოქალაქეების მტკიცე და ურყევ წინააღმდეგობაშია. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!“ – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი