მარკ რუტე – რუსეთი ნატო-ს პირდაპირ საფრთხედ რჩება – უკრაინისთვის ალიანსში გაწევრიანების შეუქცევადი გზა არსებობს, უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია და ის გაგრძელდება

რუსეთი ნატო-ს პირდაპირ საფრთხედ რჩება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ამ ალიანსის წინაშე არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ ს ფედერაცია რჩება. მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომს ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და ჩინეთის, ასევე ბელარუსის მხარდაჭერით აგრძელებს. ჩვენ ყველას მშვიდობა და ამ საშინელი ომის დასრულება გვსურს“, – განაცხადა მარკ რუტემ.
მისი თქმით, ალიანსში „კვლავ სჯერათ, რომ უკრაინისთვის ნატოსკენ გზა შეუქცევადია“.
„გასულ წელს ვაშინგტონში ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ალიანში გაწევრიანების შეუქცევადი გზა არსებობს. ეს დღესაც ასეა და ამ სამიტის შემდეგაც ასე იქნება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმის უზრუნველყოფა, რომ ს ის ჰქონდეს, რაც მას დღეს თავის დასაცავად სჭირდება და მომავალში შეკავებისთვის დასჭირდება. უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია და ის გაგრძელდება“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
ცნობისთვის, ნატო-ს 2025 წლის სამიტი ჰააგაში 24-25 ივნისს გაიმართება.