#ვილაპარაკოთგულწრფელად – სელფი მობაილის კამპანია

ქართული მობილური ოპერატორი, სელფი მობაილი, რომელიც 1.42 მლნ აბონენტს ემსახურება, აპრილში ახალი საკომუნიკაციო პლატფორმით წარდგა. პლატფორმის გზავნილია – “ვილაპარაკოთ”, რაც მთლიანად ბრენდის პოზიციონირებასაც განსაზღვრავს. პლატფორმის წარდგენისთანავე, კომპანიამ გადაწყვიტა, პირველ რიგში, საკუთარ თავზე გულწრფელად ელაპარაკა.