“საქართველოს ბანკის” პორტფელში კორპორაციული მიმართულებების წილი მზარდია და მასში მნიშვნელოვანი ადგილი საქართველოს რეგიონებში მოქმედი ბიზნესების გაძლიერებასა და განვითარებას უჭირავს.
რას სთავაზობს “საქართველოს ბანკი” რეგიონულ ბიზნესებს და რატომ ირჩევენ თავად კომპანიები ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობას – ამ თემებზე “საქართველოს ბანკის” კორპორაციული გაყიდვების იმერეთი – სამეგრელოს რეგიონის სექტორის უფროსს, ზაზა ფიფიას ვესაუბრეთ.
“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის მხარდაჭერა წლებია, უცვლელი პრიორიტეტია. განსაკუთრებით დიდ რესურსს ვდებთ რეგიონებში ბიზნესის გაძლიერებისა და განვითარებისთვის.
სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონში ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს ვთავაზობთ სრულ კორპორაციულ მომსახურებას. რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ მათ არამხოლოდ მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას ვთავაზობთ, არამედ საოპერაციო მიმართულებით ხელშეწყობასაც უზრუნველვყოფთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათთვის სანდო პარტნიორობის გაწევა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ფოთსა და ქუთაისში ადგილზე გვყავს კორპორაციული ბანკირები, რომლებიც მზად არიან ბიზნესებს მათი საჭიროებებიდან გამომდინარე გაუწიონ დახმარება, ეს კი მათთვის საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს და მარტივს ხდის.
სამეგრელო – იმერეთის რეგიონში გვყავს ბიზნესმომხმარებლები, რომლებთანაც მრავალი წელია ვპარტნიორობთ. ეს ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რადგან წლიდან წლამდე ვხედავთ მათ ზრდასა და განვითარებას. ჩვენი გუნდი მათთან ერთად, ყოველდღიურად არის ჩართული სამუშაო პროცესში, რათა გავიგოთ მათი საჭიროებები და დროულად ვუპასუხოთ მათ”, – განმარტავს ზაზა ფიფია.
კორპორაციული ბიზნესების მხრიდან უკუკავშირიდან ირკვევა, რომ რეგიონებში საქართველოს ბანკის მთავარი უპირატესობა მათი სერვისების მოქნილობაა.
“სამეგრელო – იმერეთის ბაზარზე ჩვენი ერთ – ერთი მთავარი უპირატესობა მოქნილობაა. რეგიონებში, ადგილზე გვყავს ბანკირები, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ბიზნესებს, მათ საჭიროებებს მორგებული მხარდაჭერა ოპერატიულად გავუწიოთ. ჩვენი პარტნიორობა როგორც მარკეტინგულ, ასევე საოპერაციო და ფინანსური მიმართულებით მხარდაჭერას გულისხმობს”, – ამბობს ზაზა ფიფია.
“საქართველოს ბანკი” კორპორაციულ ბიზნესებს მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების საშუალებასაც აძლევს. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება კი აჩვენებს, რომ მათზე მორგებული ლოიალობის პროგრამები თუ სხვა სარგებელი სრულადაა მორგებული კერძო ბიზნესის საჭიროებასა და ინტერესებს და პრობლემის გადაჭრის ეფექტური გზების შეთავაზებით “საქართველოს ბანკი” მეწარმეებისთვის სანდო პარტნიორის სტატუსს ინარჩუნებს.
სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონში მოქმედი კერძო სექტორი დარგობრივი თვალსაზრისითაც მრავალფეროვანია – ბანკი საქართველოს ამ ნაწილში როგორც ტურისტული თუ სოფლის მეურნეობის სფეროების წარმომადგენლებთან, ისე ინფრასტრუქტურული თუ სამშენებლო მასალების მწარმოებელ სექტორებში მოქმედ კომპანიებთან თანამშრომლობს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში კორპორაციული ბიზნესის მნიშვნელოვანი წილი დედაქალაქთანაა დაკავშირებული, თუმცა “საქართველოს ბანკი” ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში სოფლის მეურნეობისა და რეგიონული კერძო სექტორის განვითარების წვლილს უყურადღებოდ ნამდვილად არ ტოვებს.
“ბოლო პერიოდის ანალიზმა აჩვენა, რომ რეგიონში დაწყებული მცირე და საშუალო ზომის კომპანიები დინამიკურად იზრდებიან და რამდენიმე წელიწადში ხვდებიან კორპორაციულ სეგმენტში. შესაბამისად, უჩნდებათ უფრო გაზრდილი მოთხოვნა არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერის კუთხით, არამედ ბანკის, როგორც მრჩევლის აქტიური ჩართულობის სახით. ეს სინერგია აჩენს უფრო მეტ წარმატებულ კომპანიას და, შესაბამისად, ეკონომიკურად გამართული პროექტები საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ კორპორაციული ბიზნესები რეგიონის ერთ – ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებლები არიან და დიდი კონტრიბუციაც შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში”, – ამბობს ზაზა ფიფია.
ბუნებრივია, ბიზნესის განვითარების გზაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა, რომლის ოდენობაც თითოეული კომპანიისათვის, მათი საჭიროებებისა და დარგების გათვალისწინებით, ინდივიდუალურად განისაზღვრება.
“ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ამის უზრუნველყოფას კი თითოეული ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით, ინდივიდუალური მიდგომით ვაკეთებთ, რადგან მათი საჭიროებები დარგებისა და სეზონების მიხედვით განსხვავებულია და ცვალებადია. რეგიონის ბიზნესებზე დაგროვილი ცოდნა გვაძლევს საშუალებას, ზუსტად ვიცოდეთ როდის და რა ტიპის მხარდაჭერა შეიძლება სჭირდებოდეს ამა თუ იმ ბიზნესს და მზად ვართ გავუწიოთ ეს დახმარება, როგორც კომპანიების კაპიტალური დანახარჯების კუთხით, ასევე შევთავაზოთ სწორად სტრუქტურირებული საბრუნავი საშუალებების ფინანსირების ინსტრუმენტები და საკონსულტაციო მხარდაჭერა”, – აცხადებს ზაზა ფიფია.
საქართველოს რეგიონებში კორპორაციული მიმართულება “საქართველოს ბანკისათვის” პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. პარტნიორი ბიზნესებისა და ფინანსური ინსტიტუტის თანამშრომლობა კი საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად აძლიერებს. სწორედ ამიტომ, ბანკი საკუთარი საბანკო სერვისების განვითარებასა და მომხმარებლის ყველა საჭიროებაზე მორგებას აგრძელებს და ამით ბიზნესების განვითარებასა და წინსვლაში საკუთარი წვლილი შეაქვს.