Brent-ის ნავთობი ბარელზე 78 დოლარამდე გაძვირდა

ორშაბათს დილით ნავთობის ფასები გაიზარდა, რაც განპირობებულია მომარაგების შეფერხების მზარდი შიშით, თუ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციის გამო ჰორმუზის სრუტე გადაიკეტება.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე აგვისტოს Brent-ის ფიუჩერსების ფასი 1.03 დოლარით (1.34%-ით) გაიზარდა და ბარელზე 78.04 დოლარი შეადგინა. პარასკევს ეს კონტრაქტები 1.84 დოლარით (2.33%-ით) დაეცა და ბარელზე 77.01 დოლარი შეადგინა.
ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის (NYMEX) ელექტრონულ ვაჭრობაზე WTI ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსების ფასი 0.92 დოლარით (1.25%-ით) გაიზარდა და ბარელზე 74.76 აშშ დოლარი შეადგინა. წინა სესიის ბოლოს ამ კონტრაქტების ფასი ბარელზე 73.84 აშშ დოლარი იყო.
ვრცლად interfax–ზე