ჰერჩინსკი ეჭვქვეშ აყენებს პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებულისა და სამართალდამცავისთვის შეურაცხყოფაში ბრალდებულის დაკავების კანონიერებას

ჰერჩინსკი ეჭვქვეშ აყენებს პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებულისა და სამართალდამცავისთვის შეურაცხყოფაში ბრალდებულის დაკავების კანონიერებას
საქართველოში “დიფსთეითის” ელჩია რადგან ის მათი პოლიტიკური დირექტივით იმართება და ახალისებს რადიკალურ ძალებს. შეკვეთილი ინტერვიუ, რომელიც პაველ ჰერჩინსკიმ გაზეთ „ბათუმელებს“ მისცა მხოლო გაყალბებული რეალობისათვისაა გამიზნული და ქართული კანონის დაცინვაა – წერს „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, საყურადღებოა რომ გაზეთ „ბათუმელებთან” მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ თუ ირიბად ჰერჩინსკიმ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება, თითქოს პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებულ მათე დევიძეს და სამართალდამცავის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დაკავებულ მზია ამაღლობელს თავისუფლება უკანონოდ აქვთ აღკვეთილი.
„პაველ ჰერჩინსკი საქართველოში “დიფსთეითის” ელჩია რადგან ის მათი პოლიტიკური დირექტივით იმართება და ახალისებს რადიკალურ ძალებს. შეკვეთილი ინტერვიუ, რომელიც პაველ ჰერჩინსკიმ გაზეთ „ბათუმელებს“ მისცა მხოლო გაყალბებული რეალობისათვისაა გამიზნული და ქართული კანონის დაცინვაა. არ არის ახალი რომ ოფიციალური ბრიუსელი და მათ მიერ დანიშნული პაველ ჰერნჩინსკი აფინანსებენ და ღიად უჭერენ მხარს რადიკალურ ოპოზიციას, ასევე, იმ ე.წ. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც ამ პროცესში ჩართული აქტორები არიან.
საყურადღებოა რომ გაზეთ „ბათუმელებთან” მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ თუ ირიბად ჰერჩინსკიმ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება, თითქოს პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებულ მათე დევიძეს და სამართალდამცავის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დაკავებულ მზია ამაღლობელს თავისუფლება უკანონოდ აქვთ აღკვეთილი. ის “დიფ სთეითის” ღია პოლიტიკურ მესიჯებს აჟღერებს და ქმნის დიპლომატიურ ფონს ამ განცხადებების დამაჯერებლობისათვის. დღეს “ხალხის ძალის” მიერ გამოქვეყნებული წერილით მისი როგორც “დიფ სთეითის” მარიონეტის მხილება კიდევ ერთი გაფრთხილებაა ქართველი ხალხის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ დანაღმულ ველზე ვართ და პოლიტიკურად ტურბულენტურ ველს გავდივართ და ამ პროცესში ღიად გვიტევენ შინ პოლიტიკას ამოფარებული და გარეთ დიპლომატიის მანტიაში გამოწყობილი აქტორები.“ – წერს მეგრელიშვილი.
Next: მოიტანეს ინფორმაცია, რომ მამა მანქანიდან ორმა პიროვნებამ გადმოიყვანა, ჩამოცმული ჰქონდა შავი ქუდი და ნებით რომ არ მოდიოდა, ეტყობოდაო – შევატყობინეთ გამომძიებელს, რომ არის პიროვნება, ვინც ადასტურებს, მამა რომ სხვა მანქანაში გადასვეს, მაგრამ ეს პიროვნება გაქრა

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ უნდა შევქმნათ სტიმული პოტენციური პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებისთვის, უნდა შეიქმნას ისეთი ადამიანების ბირთვი უნივერსიტეტებში, რომლებიც სრულად მიუძღვნიან თავს განათლებას, სწავლებას, მეცნიერებას, კვლევას, სახელმძღვანელოების შემუშავებასა და პროგრამების განვითარებას

პარლამენტის გადაწყვეტილება დემოკრატიის შეზღუდვა კი არა, მისი დაცვის ნაბიჯია. ეს კანონი გარანტიაა, რომ პოლიტიკაში დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც სახელმწიფოს ემსახურება და არა უცხო ინტერესებს

ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ