კახა კალაძე – დედაქალაქში კვლავ არსებობს გამოწვევები, პრობლემები, მაგრამ არ გვეშინია, რადგან ვიცით, რა პროექტების განხორციელება სჭირდება ქალაქს

მომდევნო წლების განმავლობაში ისეთ პროექტებს განვახორციელებთ, რომ ჩვენი დედაქალაქი გამართული ინფრასტრუქტურით კიდევ უფრო მოწესრიგებული, მწვანე და ლამაზი გახდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მ ინფრასტრუქტურის პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, მომდევნო წლებში პრიორიტეტები სწორად დალაგდება, განხორციელდება პროექტები, რაც დედაქალაქს კიდევ უფრო მოწესრიგებულს და ლამაზს გახდის.
„მიუხედავად ბევრი გაკეთებული საქმისა, განხორციელებული პროექტებისა, ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები, მაგრამ არ გვეშინია. ვიცით, რა სჭირდება ქალაქს, რა პროექტებია განსახორციელებელი, როგორ უნდა დალაგდეს პრიორიტეტები. მომდევნო წლების განმავლობაში ისეთ პროექტებს განვახორციელებთ, რომ ჩვენი დედაქალაქი გამართული ინფრასტრუქტურით, კიდევ უფრო მოწესრიგებული მწვანე, სუფთა და ლამაზი გახდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – დაჭერით, დაკავებით, უსამართლობით ივანიშვილი ვერცერთ ლიდერს, კოალიციას, პარტიას, საზოგადოებას ვეღარ შეაშინებს – ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი, რომ ვკონსოლიდირდეთ, შევქმნათ ერთიანი ფრონტი

მარტა კოსი – საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოში დემოკრატიული საფუძვლების უწყვეტი ეროზიის გამო სერიოზული შეშფოთება გამოვხატე – ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და ვაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას