წულუკიანის კომისია გიორგი გახარიას 2 ივლისს იბარებს

წულუკიანის კომისია გიორგი გახარიას 2 ივლისის სხდომაზე იბარებს.
კომისიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს გახარიას წინააღმდეგ პროკურატურისთვის დღესვე მიმართვას და თქვეს, რომ კომისიის უფლებამოსილების ამჟამინდელი ვადის გათვალისწინებით, მას მაქსიმალურ დროს აძლევენ ქვეყანაში დასაბრუნებლად და სხდომაზე მეორედ მისასვლელად.
ს თქმით, გიორგი გახარიას წარმომადგენელმა კომისიას აცნობა, რომ გახარია, „რამდენიმე კვირით არის წასული და ბევრი შეხვედრა აქვს, მაგრამ ეს მისი საქმეა“.
წულუკიანმა ასევე დაადასტურა, პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება, რომ პირველი მიწვევისას გიორგი გახარიას თავად შესთავაზეს დისტანციურად ჩართვა, თუმცა თქვა, რომ ახლა სხვა სიტუაციაა — მაშინ უწყისის ჩაბარების დროს გახარია ქვეყანაში არ იმყოფებოდა, ახლა კი საქართველოში იყო და არ უთქვამს, რომ სადმე აპირებდა წასვლას და სხდომაზე მისვლას ვერ შეძლებდა.
გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე მეორედ დაიბარეს. პარტია „საქართველოსთვის“ ცნობით, მათი ლიდერი ქვეყანაში არ იმყოფება და კომისიას დისტანციურად ჩართვა შესთავაზა. კომისიამ მას დისტანციურ გამოკითხვაზე უარი უთხრა.
ამავდროულად, დღეს კომისიაზე დისტანციურად გამოიკითხა გაეროში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე. კომისიაზე ონლაინ რეჟიმში სხვა დროსაც გამოკითხულან, მაგალითად პატიმრები.
· შევუერთდებით მერობის ნეიტრალური კანდიდატების განხილვას — ლილუაშვილი
· “ბოკერია, ჯანაშია, რამიშვილი… ნუ დაელოდებიან დაბარებას, დაბრძანდნენ, ჩვენი კარი ღიაა”, – წულუკიანი კომისიაზე
· აქტივისტ ალბი კორძაიას 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს