საქართველოში კომპანიების 18% ხელფასების გაზრდას გეგმავს – PMCG

2025 წლის II კვარტალში კომპანიების 18% გეგმავს თანამშრომლების ხელფასების გაზრდას, – ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის მიმოხილვაშია ნათქვამი.
შრომის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, გამოკითხული კომპანიების 40%-მა 2025 წლის I კვარტალში თანამშრომლების ხელფასი გაზარდა.
„შრომის ბაზრის სრულფასოვანი ანალიზისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის დასაქმებასთან დაკავშირებული მოლოდინების გათვალისწინებაც. 2025 წლის კვ. I-ში გამოკითხულ ბიზნესებს მომდევნო სამ თვეში დასაქმების მიმართულებით დადებითი მოლოდინები აქვთ, თუმცა BAG-ის დასაქმების ბარომეტრი შემცირდა როგორც 2024 წლის კვ. IV-თან (4.0 ქულით), ასევე 2024 წლის კვ. I-თან შედარებით (20.3 ქულით).
BAG-ის დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი 2025 წლის კვ. I- ში ყველა სექტორში დადებითია, თუმცა წინა კვარტალთან შედარებით მშენებლობის (14.1 ქულით), მრეწველობისა (6.5 ქულით) და ვაჭრობის (5.5 ქულით) სექტორებში გაუარესდა, ხოლო მომსახურების სექტორში მცირედით (1.3 ქულით) გაიზარდა.
გამოკითხული კომპანიების 40%-მა 2025 წლის I კვ.-ში თანამშრომლების ხელფასი გაზარდა, რაც წინა კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა 2024 წლის კვ. I-თან შედარებით ნაკლებია. მათგან 92%-მა ხელფასები 0-20%-ით გაზარდა, ხოლო 8%-მა 20-40%-ით. 2025 წლის II კვ.-ში კი კომპანიების 18% გეგმავს თანამშრომლების ხელფასების გაზრდას“, – ნათქვამია მიმოხილვაში.