“ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, დღეს ევროპულ საბჭო საქართველოს შესახებ მსჯელობას გამართავს და მასთან მიმართებაში სამოქმედო პოლიტიკას განსაზღვრავს.
მისი თქმით, ზურაბ ჯაფარიძისთვის პატიმრობისთვის მისჯა მორიგი ნაბიჯია იმ პროცესისა, რომლითაც ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს ევროკავშირი, რომ მყარად დაადგა ავტოკრატიის გაღრმავების გზას.
“დღეს, როდესაც ევროპული საბჭო საქართველოზე მსჯელობს და უნდა განსაზღვროს მისი სამოქმედო პოლიტიკა, ზურა გირჩი ჯაფარიძისთვის პატიმრობის შეფარდება პირდაპირ რუსული დავალების შესრულებაა.
ამ ეტაპზე ეს დავალება, როგორც ცხადად ჩანს, უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის გახსნაა.
ამისთვის კი, ივანიშვილის რეჟიმმა ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს ევროკავშირის დასარწმუნებლად, რომ მყარად დაადგა ავტოკრატიის გაღრმავების გზას.
სოლიდარობა ზურას, სოლიდარობა ყველა პოლიტიკურ პატიმარს”, – წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.