ირანზე აშშ-ის თავდასხმების შემდეგ, ანალიტიკოსები ბარელი ნავთობის $100-მდე გაძვირებას ვარაუდობენ – Bloomberg

ირანის ბირთვულ ობიექტებზე -ის დარტყმებმა შესაძლოა ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე გაზარდოს, წერს Bloomberg ანალიტიკოსებზე დაყრდნობით.
მედიის ცნობით, ირანზე ს თავდასხმების დაწყებიდან Brent-ის ფიუჩერსები 11%-ით გაიზარდა და დღეს ფასების შემდგომი ზრდაა მოსალოდნელი.
MST Marquee-ის ანალიტიკოსმა საულ კავონიკმა აღნიშნა, რომ სიტუაციის განვითარება დამოკიდებულია თეირანის ქმედებებზე მომდევნო საათებსა და დღეებში. თუ ირანი განახორციელებს ადრე გაჟღერებულ მუქარას, სიტუაციამ შეიძლება ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე გაზარდოს.