ოფიციალური ბრიუსელი და ჰერნჩინსკი აფინანსებენ ოპოზიციას, ასევე, იმ ე.წ. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც რადიკალურ პროცესებზე არიან პასუხისმგებლები, რაც ხელისუფლების გადატრიალებით უნდა დასრულდეს

ოფიციალური ბრიუსელი და ჰერნჩინსკი აფინანსებენ ოპოზიციას, ასევე, იმ ე.წ. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც რადიკალურ პროცესებზე არიან პასუხისმგებლები, რაც ხელისუფლების გადატრიალებით უნდა დასრულდეს
„ხალხის ძალა“ წერილს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოში ევროკავშირის ელჩ ს ბოლოდროინდელ განცხადებებს პასუხობს.
როგორც წერილში ვკითხულობთ, ევროკავშვირის ბიუროკრატიამ კარგა ხანია, ნიღაბი ჩამოიხსნა და „დიფ სთეითის“ დავალებით, უკვე ღიად ებრძვის საქართველოს სუვერენიტეტს, შესაბამისად, ამავე დავალებას ასრულებს ოფიციალური ბრიუსელის წარმომადგენელი ც.
„ასეა თუ ისე, დღეს საქართველოში ევროკავშირს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც სრულად დაცლილია იმ ევროპულობისა და ევროპული ღირებულებებისგან, რასაც უნდა წარმოადგენდეს, ისევე, როგორც მისი პატრონი, „დიფ სთეითისა“ მიერ მართული ოფიციალური ბრიუსელი. ევროკავშირის ბიუროკრატიამ კარგა ხანია ჩამოიხსნა ნიღაბი და „დიფ სთეითის“ დავალებით, უკვე ღიად ებრძვის საქართველოს სუვერენიტეტს.
სწორედ ოფიციალური ბრიუსელი და მათ მიერ დანიშნული პაველ ჰერნჩინსკი აფინანსებენ და მხარს უჭერენ რადიკალურ ოპოზიციას, ასევე, იმ ე.წ. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოების გახლეჩისკენ, ურთიერთდაპირისპირებისკენ და პოლიტიკური დესტაბილიზაციისკენ მიმართულ რადიკალურ პროცესებზე არიან პასუხისმგებლები, რაც, ნებისმიერ ფასად, ხელისუფლების გადატრიალებით უნდა დასრულდეს“, – წერს „ხალხის ძალა“.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ, მე პირადად ვაგებ პასუხს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად და ეს არის შემდგარი ფაქტი, 2 წლის განმავლობაში როდესაც ვერ გვიჩვენებთ ვერც ერთ აქტს, ტენდერს, პრივატიზაციას, სადაც არის კორუფციის ნიშნები, ეს ნიშნავს იმას, რომ რადიკალური ნაბიჯები გადავდგით

თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველო, ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბი გახდეს

როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი გამოსულია 300 ქართველი ხალხი, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია, ამას არ შეიძლება, ეწოდოს პროტესტი

გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება, თუმცა ეს მათ საერთო სულისკვეთებას არ ცვლის