ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი -ის დარტყმების შემდეგ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა ირანის ბირთვულ ობიექტებზე -ს დარტყმების შემდეგ.

“ფორდოუს ობიექტზე – ირანის ურანის 60%-მდე გამდიდრების მთავარ ადგილას – კრატერები ჩანს, რაც მიუთითებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიწაში შეღწევადი საბრძოლო მასალის გამოყენებაზე. ეს შეესაბამება შეერთებული შტატების განცხადებებს“, – განაცხადა გროსიმ და დასძინა, რომ ამ დროისთვის არავის, მათ შორის IAEA-ს, არ შეუძლია „შეაფასოს ფორდოუს მიწისქვეშა დაზიანება“.

რაც შეეხება ისპაჰანს, მისი თქმით, ღამის განმავლობაში დაზიანდა დამატებითი შენობები, აშშ-მ დაადასტურა ფრთოსანი რაკეტების გამოყენება. დაზიანებულ შენობებს შორისაა ურანის გადამუშავების პროცესთან დაკავშირებული ზოგიერთი შენობა”. მისივე ინფორმაციით, როგორც ჩანს, დაზიანდა გამდიდრებული მასალის შესანახად გამოყენებული გვირაბების შესასვლელები“.

ნათანზზე კი, გროსის ცნობით,” საწვავის ქარხანა კვლავ დაზიანდა, აშშ-მ დაადასტურა, რომ მან მიწაში შეღწევადი საბრძოლო მასალა გამოიყენა“.

მისი თქმით, ირანმა აცნობა, რომ სამ ობიექტზე რადიაციის დონის ზრდა არ დაფიქსირებულა.

გროსიმ დასძინა, რომ ორშაბათს ვენაში სააგენტოს მმართველთა საბჭოს სპეციალური სხდომა მოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა