საბიუჯეტო პრობლემების გამო, საერთაშორისო დონორებთან სასწრაფო შეხვედრას ითხოვს -“ბლუმბერგი”

უკრაინა, საბიუჯეტო პრობლემების გამო, საერთაშორისო დონორებთან სასწრაფო შეხვედრას ითხოვს, – ამის შესახებ “ბლუმბერგი” წერს.
გამოცემის ცნობით, დონორთა საკოორდინაციო ჯგუფისადმი მიწერილ წერილში, უკრაინის პრემიერი დენის შმიგალი აცხადებს, რომ საბიუჯეტო საჭიროებების დასაფარად, იანვარში საჭიროა ფინანსური რესურსების მიღება.
უკრაინის პრემიერი დონორებს იანვარში შეხვედრისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, შმიგალი დონორებს სთხოვს, დაიწყონ მოქმედებები, რომლებიც გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, კიევისთვის დახმარების გამოყოფას ევროკავშირში უნგრეთი ბლოკავს, შეერთებულ შტატებში კი – რესპუბლიკელები.

ასევე დაგაინტერესებთ

ჰერჩინსკი, ფიშერი თუ სხვები წლების განმავლობაში თავისივე შექმნილი სუროგატული ბუშტიდან უნდა გამოვიდნენ, ხალხი დაინახონ და მათ წარმომადგენლებს დაელაპარაკონ. ამაზე უარს არ ეტყვიან. მათ უნდა გაიგონ ხალხის

ზურაბ პატარაძე იქნება ძალიან გამორჩეული, ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის ეს ულამაზესი მხარე ახალ და ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს