თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანზე აშშ-ის თავდასხმამ, შესაძლოა, რეგიონული კონფლიქტი გლობალურ კონფლიქტად გადააქციოს, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანკარა ღრმად შეშფოთებულია თავდასხმების შესაძლო შედეგებით.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ კონფლიქტის უფრო ფართო გლობალურ ომში გადაზრდა არ უნდა დაუშვან და მხარეებს მოუწოდებს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის ბირთვული დავის მოგვარება მხოლოდ მოლაპარაკებებს შეუძლია.
