სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – შსს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის (ოპე­რა­ტი­უ­ლი) და სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით, ზუგ­დიდ­ში მცხოვ­რე­ბი, 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი რ.ბ. და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.
უწყე­ბის ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
“სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის­გან, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა “მე­თა­დო­ნი“-ს შემ­ცვე­ლი გრა­ნუ­ლე­ბი, ფხვი­ე­რი მასა და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ამო­ი­ღეს.
გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის “ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, – აღი­ნიშ­ნე­ბა უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.