ისრაელის საჰაერო ძალებმა დასავლეთ ირანი დაბომბეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა დასავლეთ ირანში სამხედრო ობიექტებზე საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გაანადგურეს ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობები, რომლებიც ირანმა ისრაელზე დღეს დილით თავდასხმის დროს გამოიყენა.
გარდა ამისა, თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს დილით ისრაელის საჰაერო ძალებმა ბალისტიკური რაკეტის რამდენიმე გამშვები მოწყობილობა დაბომბეს, რომლებიც ისრაელის ტერიტორიისკენ რაკეტების გასაშვებად მზადყოფნაში იყვნენ და ირანელი ჯარისკაცები გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)