ირანმა ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანა, დაშავდა 16 ადამიანი

ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად თელ-ავივში შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა, – ინფორმაციას CNN-ი ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რამდენიმე ორსართულიანი საცხოვრებელი შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა და ზოგიერთი ჩამოინგრა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
დარტყმა დაფიქსირდა ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჰაიფაშიც.
ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულია 16 ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს