მილიარდერების უმეტესობა კიდევ უფრო გამდიდრდა – ვინ მოიგო და იზარალა 2023 წელს?

ილონ მასკით და მარკ ცუკერბერგით დაწყებული, შედარებით ნაკლებად მდიდარი მილიარდერებით დამთავრებული, როგორებიც არიან ბრიტანელი ჯეიმს დაისონი და ჯიმ რეტკლიფი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება 2023 წელს ძირითადად კიდევ უფრო გაიზარდა. ამის შესახებ The Guardian წერს.
რუსი ოლიგარქების მცირე წრემაც კი მოახერხა თავისი ქონების გაზრდა, ყოველ შემთხვევაში, ქაღალდზე.
მსოფლიოს 50 უმდიდრესი ადამიანიდან მხოლოდ 12-მა დაკარგა თანხა 2023 წელს, დანარჩენებმა კი მათი სიმდიდრე გაზარდეს. ტოპ 500 მილიარდერიდან 77% გამდიდრდა, ზოგი წარმოუდგენლადაც კი.
Bloomberg-ის მიერ შედგენილი მსოფლიოს 500 ტოპ მილიარდერის ყოველდღიური ქონების მონაცემებით, რეიტინგის სათავეში, 235 მილიარდი დოლარის ქონებით, ილონ მასკი ლიდერობს.
მიუხედავად ცნობებისა, რომ მისი წილი კომპანია X-ში, ნახევარზე მეტით დაეცა მას შემდეგ, რაც მან 2022 წელს 44 მილიარდი დოლარი გადაიხადა, სამხრეთ აფრიკაში შექმნილი Tesla-ს ბიზნესი წაგებას გადარჩა და მეტიც, 2023 წელს ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი გაორმაგდა, რაც მას თითქმის 816 მილიარდი დოლარის საბაზრო ღირებულებას ანიჭებს და ილონ მასკს, Tesla-ს უმსხვილეს აქციონერს დაეხმარა, რომ თავისი საერთო ქონება თითქმის 98 მილიარდი დოლარით გაეზარდა. ეს ზრდა ანგოლას წლიურ მშპ-ს აღემატება, აღნიშნავს The Guardian.
მასკის სიმდიდრე ყველაზე აშკარად გაიზარდა, მაგრამ პროცენტული თვალსაზრისით ყველაზე დიდ ზრდას მან ვერ მიაღწია, აღნიშნავს გამოცემა.
ამ მაჩვენებლით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო მისი მეტოქე მარკ ცუკერბერგი. მსოფლიოში, ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის დამფუძნებლის ქონება 2023 წელს 184%-ით გაიზარდა, 45 მილიარდი დოლარიდან 128 მილიარდ დოლარამდე.
მიუხედავად ამისა, მაგრამ ცუკერბერგის წარმატება 2023 წელს არ იყო ყველაზე შთამბეჭდავი. ინდონეზიური კონგლომერატის მფლობელმა პრაჯოგო პანგესტუმ თავისი ქონება მიმდინარე წელს დაახლოებით შვიდჯერ გაზარდა გეოთერმულ ენერგიაში დიდი ინვესტიციის წყალობით, რითაც ის მსოფლიოს 50 მილიარდერის სიაში მოხვდა, 31,5 მილიარდი დოლარის ქონებით.
ასევე შესამჩნევი იყო მილიარდერთა წარუმატებლობაც. მიუხედავად იმისა, რომ 14-ვე უმსხვილესმა კომპანიამ თავისი ქონება გაზარდა, მე-15, ინდოელი მილიარდერის გაუტამ ადანის ქონება 36 მილიარდი დოლარით დაეცა და 84,3 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ადანების ოჯახის კომპანიების ღირებულება დაეცა მას შემდეგ, რაც აქციონერმა ინვესტორმა გაუტამი „კორპორაციის ისტორიაში ყველაზე დიდ თაღლითობაში“ დაადანაშაულა. Adan Group-მა ბრალდებები უარყო. სასამართლოს შეფასებით, Hindenburg-ის მოხსენება არ შეიძლება ჩაითვალოს „სანდოდ“ და არც მედიის ანგარიშები უნდა განიხილებოდეს „ურყევ ჭეშმარიტებად“, რის შემდეგადაც გამოძიება დასრულებულად გამოცხადდა.
მილიარდერების სიაში ამერიკელი მამაკაცები დომინირებენ. 10 უმდიდრესი ადამიანიდან ერთადერთი არაამერიკელია, ფრანგი ბერნარ არნო, 179 მილიარდი დოლარის ქონებით. მისი სიმდიდრე 2023 წელს 17,2 მილიარდი დოლარით გაიზარდა, მისი ლუქს ჯგუფის LVMH Moët Hennessy Louis Vuitton-ის საქმიანობის წყალობით.
ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში საფრანგეთს ასევე წარმოადგენს ყველაზე მდიდარი ქალი, ბიზნესმენი და L’Oréal-ის სილამაზის იმპერიის მემკვიდრე ფრანსუა ბეტანკურ მაიერსი. ის რეიტინგში მე-12 ადგილს იკავებს. მისი ქონება 2023 წელს 316 მილიონი დოლარით გაიზარდა და 99,1 მილიარდ დოლარი შეადგინა.
გამდიდრდა ბევრი დასანქცირებული რუსი ბიზნესმენიც, რაც კითხვებს აჩენს -ის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის მიერ მათი ფინანსური თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული ზომების ეფექტიანობასთან დაკავშირებით, აღნიშნავს The Guardian.