ბელარუსმა პოლიტპატიმრები მათ შორის ოპოზიციის ლიდერი სიარჰეი ციხანოვსკი გაათავისუფლა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ შაბათს, -ის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ვიზიტის შემდეგ, რამდენიმე პატიმარი შეიწყალა.
ამის შესახებ Euronews-ს ბელარუსის ოპოზიციურმა წყაროებმა განუცხადეს.
კიტ კელოგი ამ კვირის დასაწყისში ბელორუსს ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებებისთვის ეწვია.
გათავისუფლებულებს შორისაა ბელორუსიის ოპოზიციის დევნილი ლიდერის, სვიატლანა ციხანოვსკაიას მეუღლე, სიარჰეი ციხანოვსკი.
ლუკაშენკოს რეჟიმმა ის 2020 წელს დააკავა, როგორც მაშინდელი ბელორუსიის ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი და ლუკაშენკოს ოპონენტი.
გასული წლიდან მოყოლებული, ლუკაშენკო რეგულარულად იწყალებს მთავრობის კრიტიკოსთა მცირე რაოდენობას, რასაც ანალიტიკოსები დასავლეთსა და ბელარუსს შორის დაძაბულობის შემსუბუქების მცდელობად აღიქვამენ.
2025 წლის იანვრის საპრეზიდენტო ს წინა პერიოდში, ლუკაშენკომ შეიწყალა ექსტრემიზმისთვის მსჯავრდებული პატიმრები და განაცხადა, რომ ეს იყო „ჰუმანური ჟესტი“ მათ მიმართ, ვისაც „გზა აებნა“.
ორი წყაროს ცნობით, კელოგმა პირად საუბრებში განაცხადა, რომ მინსკში ვიზიტმა შესაძლოა ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას, რომლებიც მიზნად ს მიერ ში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასრულებას ისახავს.
მანამდე, ოპოზიციის ემიგრანტმა ლიდერმა სვიატლანა ციხანოვსკაიამ Euronews-ს განუცხადა, რომ ლუკაშენკოს „ნდობა არ შეიძლება“ და ბელარუსი მოლაპარაკებების ადგილი არ არის, რადგან ლუკაშენკო თავად „ამ ომის ნაწილია“.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს – საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან, ეს არის ისტერია, სხვა სახელს ვერ დავარქმევ

ადვოკატი – სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება – წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომელიც დაახლოებით, 2021-2022 წლისაა და საერთოდ არ არის კავშირში საქმესთან