ისრაელი აცხადებს, რომ ირანის მაღალი რანგის მეთაური მოკლა

შაბათს ისრაელმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმის შედეგად ვეტერანი ირანელი მეთაური მოკლა. თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის ცნობით „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დანაყოფის, „ყუდსის ძალების“ პალესტინური დანაყოფის უფროსი საიდ იზადია ირანის ქალაქ ყუმში მდებარე ერთ-ერთ ბინაზე თავდასხმის შედეგად მოკლეს.
ისრაელ კაცმა თქვა, რომ რომ იზადიამ დააფინანსა და შეაიარაღა პალესტინური მებრძოლი დაჯგუფება „ჰამასი“ 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის წინ, რასაც ღაზაში ომი მოჰყვა. „ეს არის სამართალი მოკლულთათვის და მძევლებისთვის. ს გრძელი ხელი ყველა თავის მტერს მიწვდება“ – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა” განაცხადა, რომ მისი ხუთი წევრი დაიღუპა ხორამაბადზე თავდასხმების დროს დაიღუპა, თუმცა არ უხსენებიათ იზადია, რომელიც რომელიც -სა და ბრიტანეთის სანქციების სიაში იყო.
მანამდე ირანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ისრაელის მიერ ყუმზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 16 წლის მოზარდის დაღუპვისა და ორი ადამიანი დაშავდა.
ირანის სახელმწიფო გამოცემა „ნურ ნიუსი“ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მას შემდეგ, რაც ისრაელმა 13 ივნისს თავდასხმები დაიწყო, ირანში სულ მცირე 430 ადამიანი დაიღუპა და 3500 დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ისრაელში ირანის სარაკეტო თავდასხმებს 24 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე გიორგი ჯამდელიანი – კანონიკური სასჯელის მოხსნა საეკლესიო კანონის მკაცრი დაცვით უნდა მოხდეს – ასეთი განაჩენის ცალმხრივი ან კომპეტენტური საეკლესიო სასამართლოს გარეშე შეცვლა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საეპისკოპოსო ინსტიტუტს, არამედ ეკლესიის მთლიანობასაც