ზურაბიშვილი: როცა საქართველო ზურგს აქცევს ევროპას, დარჩენილია მხოლოდ ერთი – ირჩევ რუსეთს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთში, “რუმინეთის ხსნის კავშირის” ეროვნულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
მან თქვა, რომ საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად არჩევისას, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ქვეყანაში “პრაქტიკულად ყველა ფორმის თავისუფლება საფრთხის ქვეშ დადგებოდა”.
“როცა პირველად ამირჩიეს საქართველოს ქალ პრეზიდენტად, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვიხილავდი დღეს, როდესაც პრაქტიკულად ყველა თავისუფლება საფრთხეში აღმოჩნდებოდა, კითხვის ქვეშ დადგებოდა და თანდათან გაქრებოდა.