რობოტების შოუ Queen-ის სიმღერაზე

Boston Dynamics-ის ოთხფეხა რობოტი Spot ინდუსტრიულ ინოვაციად კი გაგვაცნეს, მაგრამ ახლა გართობა მოინდომებს და ისინი პირდაპირ America's Got Talent-ის სცენაზე აუშვეს — ყვითელმა რობოტებმა Queen-ის Don't Stop Me Now-ზე სინქრონიზებული შოუ მოაწყვეს. თუმცა 5-დან ერთი რობოტი უცბად მწყობრიდან გამოვიდა…
საბოლოოდ, ეს შეფერხებაც შოუს ნაწილს დაემსგავსა, ჟიურის მოწონებაც დაიმსახურა და Boston Dynamics შემდეგ ტურში გადავიდა. თუმცა ჩვენთვის ეს თუ ვიზუალურად შთამბეჭდავი გამოცდილებაა, Boston Dynamics-ისთვის მომავლის ხედვას წარმოადგენს — Spot საწყობებში, კატასტროფის ზონებსა და სახელოვნებო სივრცეებში განთავსდება, მაგრამ ამერიკის ნიჭიერში გამოსვლა მის ყველაზე მასშტაბურ და მხიარულ დებიუტად დარჩება.
წყარო: marketer.ge

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }