ირანში ს დაზვერვასთან თანამშრომლობაში ბრალდებული ოთხი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ირანში სიკვდილით დასაჯეს ოთხი ადამიანი, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლების მტკიცებით, ს ეროვნული სადაზვერვო სამსახურისთვის, „მოსადისთვის“ მუშაობდნენ, – ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანული მედიის ცნობით, აღნიშნულმა „დივერსანტებმა ჩაიდინეს ფართომასშტაბიანი ქმედებები ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ“ და მათ სიკვდილის დასჯას წინ უძღოდა სასამართლო პროცესი.
დასავლეთსა და ისრაელში ირანს დაჯგუფება „ჰამასის“ მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, რომელმაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა.
თეირანი აღნიშნულ თავდასხმაში რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

მსოფლიო ბანკი – საქართველოს შეუძლია მშპ-ის 4%-მდე ზრდა და ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა მდგრადობაში ინვესტირებით – ასევე, საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ გაძლიერდება, თუ პროცესს კერძო კომპანიები გაუძღვებიან