ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
რაც მოვისმინე, ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულ ოპერაციაზე ყველაზე სწორი შეფასება გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, გაააკეთა G-7ის შეხვედრაზე ” ისრაელი ჩვენს მაგივრად აკეთებს შავ საქმეს. ჩვენ ასევე ვიტანჯებით ირანის რეჟიმით”
არ მახსოვს, იმათგან, ვინც ვითომ ჰუმანისტური იდეებითაა შეპყრობილი და ნიანგის ცრემლებს ღვრის ირანის დაბომბვის შედეგად დაღუპულ ადამიანებზე, რომელიმეს მაინც წუხილი გამოეთქვა აიათოლების მიერ ათასობით დახვრეტილ ირანელზე, მოკლულ ოპოზიციონერებზე, ან ჰიჯაბის არ ტარებისთვის დახოცილ ახალგაზრდა ქალებზე.
