სტამბოლში ფაშინიანისა და ერდოღანის შეხვედრა დაიწყო

სტამბოლში სომხეთის პრემიერ-მინისტრ სა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის შეხვედრა დაიწყო.
ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, თავდაპირველად შედგება ორი ლიდერის პირისპირ საუბარი, რის შემდეგაც დელეგაციების წევრები გამართავენ მოლაპარაკებებს მათი ხელმძღვანელობით.
ერდოღანი ფაშინიანს სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლის სამუშაო ოფისში უმასპინძლებს — შენობაში, რომელიც სომხური წარმოშობის არქიტექტორის მიერაა აგებული.
სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში ფაშინიანი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიიბარა.