ვახო სანაიას მოსამართლემ 4000 – ლარიანი ჯარიმა დააკისრა

პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საქმეზე, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ჟურნალისტი ვახო სანაია მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4000 – ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
დღევანდელ სასამართლო პროცესს თავად ვახო სანაია არ დასწრებია.
ცნობისთვის, შს სამინისტრო პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან – 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.