უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაშია, ისმის აფეთქებების ხმა

ქალაქ კონოტოპზე 29 დეკემბრი გამთენიისა თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, იუწყება რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და ავტომომსახურების სადგური და გაჩნდა ხანძარი. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ თავდასხმა რაკეტებით განხორციელდა.
კიევში, ს ოქლში, ზაპოროჟიეში და დნეპრში საჰაეო განგაშის ფონზე აფეთქებებია.
უკრანული მედია კიევის მერის, საოლქო ადმინისტრაციების ხელმძღვანელების განცხადებების საფუძველზე წერს, რომ კიევში აფეთქებების გამო მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. მუშაობს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა.
მედია წერს, რომ აფეთქების ხმა ისმის ზაპოროჟიეში, განმეორებითი აფეთება იყო დნეპრში. ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან კრივოი როგიდან, კროპივნიციდან, ასევე უკრაინის დასავლეთიდან რივნესა და ივანო-ფრანკოვოდან.
29 დეკემბრის ღამით, თადასხვა განხორციელდა უკრაინის ქალაქ ხარკოვზეც. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ორი ტიპის, С-300 და Х-22 რაკეტებით მოხდა. С-300 მიწისზედა სამიზნეებზე მიმართული საზენიტო კომპლექსია. Х-22 ფრთოსანი რაკეტებია.
ლვოვში 10-ზე მეტი დრონით დავთასხმის შესახებ ქალაქის მერმა ანდრი სადოვმა განაცხადა. მისი თქმით, ლვოვში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ოდესაში ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები მრავალსართულიან შენობას დაეცა და ხანძარი გაჩნდა, განაცხადა რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა. მისივე თქმით, დაზარალებულთა შესახებ მონაცემები ზუსტდება.