საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები უნდა შეწყდეს.
„რამდენიმე დღეა, საფრანგეთი მკაფიოდ და მარტივად აცხადებს: ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დარტყმებს გამართლება არ აქვს“, – განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ირანმა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაზე მზადყოფნა უნდა გამოხატოს.
