გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი იკადრა, შეიძლება, ესეც იკადროს | კობახიძე პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს. “იმედის” ეთერში საუბრისას მან თქვა, რომ , შესაძლოა, აგვისტო-სექტემბერში თანამდებობიდან გადადგეს და მომავალ არჩევნებში ჩაერთოს.
ამბობს, რომ პრეზიდენტს “ყველაფრის კადრება შეუძლია”.
“არ არის გამორიცხული. პირიქით. ერთ-ერთი მთავარი გეგმა, რაც მუშავდება მათი პატრონების მხრიდან, ეს არის სწორედ სალომე ზურაბიშვილის ჩართვა, ამ სუბიექტებთან ერთად, საპარლამენტო არჩევნებში. ამისათვის, აგვისტო-სექტემბერში შეიძლება გადადგეს ის თანამდებობიდან… ვერაფერს ვერ შეიძენენ. სამაგიეროდ, ს შემდგომ თუ რაიმე აქვთ ჩაფიქრებული, იქაც დაკარგავენ რესურსს, პრეზიდენტის თანამდებობის სახით…

[სააკაშვილის] შეწყალების ბერკეტი არსებობს. ნუ, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი იკადრა სალომე ზურაბიშვილმა, შეიძლება ესეც იკადროს. ჩვენ არ გვაქვს აქ არავითარი რესურსი, რომ მოქმედება მოვახდინოთ მის გადაწყვეტილებაზე. კადრებით ყველაფრის კადრება შეუძლია,” – თქვა კობახიძემ.