თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებული ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – ჩვენებას ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აძლევს

სოლიდარობა მათე დევიძეს, სოლიდარობა ჟურნალისტებს,- ეს სიტყვები სასამართლოს სხდომათა დარბაზში შემოსვლისას „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა ანატოლი გიგაურმა განაცხადა.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. კერძოდ კი, სასამართლოში დისტანციურად ჩვენებას ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აძლევს. ის შემთხვევის დროს იმ ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ანატოლი გიგაური.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე – ბოლო 7 თვეში, ნარკოდანაშაულისთვის, ჯამში, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა – გისურვებთ, რომ მომავალმა წელმა მოიტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ევროპული მომავლის რწმენა – ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის