რიში: ოცნების მთავრობის მიერ დრაკონული კანონების მიღება სრულად მიუღებელია

„ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დრაკონული კანონების მიღება და მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სრულიად მიუღებელია. ხელისუფლება სერიოზულ შეცდომას უშვებს, როდესაც ქვეყანას იმ მომავლისგან აშორებს, რომელსაც ხალხი ირჩევს, და აორმაგებს მის მიახლოებას ერთპარტიულ ტოტალიტარულ სახელმწიფოსთან.
-სა და საქართველოს ურთიერთობა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული — ფასეულობებზე, რომლებიც ამჟამინდელმა მთავრობამ არაერთხელ უარყო. ამის ნაცვლად, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ შემაშფოთებელი სვლა გააკეთა ჩინეთისა და ს მიმართულებით — ქვეყნებისკენ, რომელთა ავტორიტარულ მმართველობასაც სულ უფრო მეტად ბაძავს.