ისრაელის თავდაცვის ძალები – საჰაერო ძალებმა თეირანში სამხედრო ობიექტებსა და ბირთვული კვლევის ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ღამით თეირანში ავიაიერიშები განახორციელა, რომლის სამიზნეც ირანის ათობით სამხედრო ობიექტი და ბირთვული კვლევის ობიექტი იყო, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ავიაიერიშებში 60-ზე მეტი გამანადგურებელი მონაწილეობდა, რომლებმაც 120 საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს. სამიზნეებს შორის იყო რაკეტების წარმოების რამდენიმე ობიექტი თეირანში, რომელიც ირანის თავდაცვის სამინისტროს სამრეწველო ბირთვს წარმოადგენდა.
„სამიზნეებს შორის იყო სამხედრო-სამრეწველო ობიექტები, რომლებიც აწარმოებდნენ რაკეტების კომპონენტებს და ობიექტები, რომლებიც რაკეტების ძრავების საწარმოებლად გამოიყენებოდა. დარტყმები ასევე განხორციელდა SPND-ის [თავდაცვის ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაციის] ბირთვული პროექტის შტაბ-ბინაზე“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”