ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში ირანის ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა

ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში ირანის ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა, რამაც ზიანი გამოიწვია, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემა მედიკოსებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
რაკეტა საცხოვრებელი კორპუსების გარეთ დაეცა, რის შედეგადაც რამდენიმე ავტომობილი დაიწვა. დაზიანდა ახლომდებარე სახლებიც.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტის გაშვების გამო, სამხრეთ ისრაელში, ბეერ-შევასა და მიმდებარე ქალაქებში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”