ახლო აღმოსავლეთში ომი უკვე 84 დღეა მიმდინარეობს – ღაზის მოსახლეობას ცენტრალური ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდებს

ახლო აღმოსავლეთში ომი უკვე 84 დღეა მიმდინარეობს. “ჰამასის” წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის გაფართოების პარალელურად, ღაზის მოსახლეობას ცენტრალური ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდებს.
გაერო-ს განცხადებით, დაახლოებით 150 ათასი პალესტინელი იძულებულია გადაადგილდეს, რადგან ისრაელის ჯარები წინ, სექტორის ცენტრალურ ლტოლვილთა ბანაკებისკენ მიიწევენ.
სექტორის სამხრეთით, რაფაჰში, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, დაიღუპა 21 და დაშავდა 50-ზე მეტი პალესტინელი. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში დევნილი მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.
ხან იუნისის აღმოსავლეთით კი, საჰაერო იერიშისას, 16 ადამიანი დაიღუპა.
ანკლავში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 21 320-ამდე გაიზარდა. დაშავებულია 55 600-ზე მეტი ადამიანი.
“ჰეზბოლას” განცხადებით, ისინი ჩრდილოეთ ისრაელზე თავდასხმებს აძლიერებენ, რადგან, შეტაკებების გამო, დაძაბულობა ისრაელსა და ლიბანში არსებულ სამხედრო დაჯგუფებას შორის იზრდება. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 20-მდე სარაკეტო გაშვება დაფიქსირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი შეეცადა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინებას, მაშინ როდესაც მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და ჩინურ ინვესტიციებს მიესალმებოდა