თეთრი სახლი – დონალდ ტრამპი ირან-ისრაელის კონფლიქტში აშშ-ის ჩართვაზე გადაწყვეტილებას ორი კვირის განმავლობაში მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გადაწყვეტს, ჩაერთვება თუ არა აშშ ირან-ისრაელის კონფლიქტში პირდაპირ, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა.
„იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შანსი, რომელიც უახლოეს მომავალში ირანთან, შესაძლოა, შედგეს ან არ შედგეს, გადაწყვეტილებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მივიღებ“, – აღნიშნულია დონალდ ტრამპის განცხადებაში, რომელიც კაროლინ ლევიტმა გააჟღერა.
მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ BBC-ს განუცხადა, რომ აშშ-ის ჩარევა რეგიონში ჯოჯოხეთს გამოიწვევს.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის უზენაეს ლიდერს „აღარ შეიძლება არსებობის უფლება მიეცეს“ მას შემდეგ, რაც ირანის საჰაერო დარტყმების შედეგად ბეერ-შებაში საავადმყოფო დაბომბეს და ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ მცირე 71 ადამიანი დაშავდა.
შეგახსენებთ, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი წინა კვირის პარასკევიდან გამწვავდა, როდესაც ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”