რაჟდენ კუპრაშვილი, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარეს შეხვდა

„ანტიკორუფციული ბიუროს” უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე, დავით ასათიანს და ასოციაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ანტიკორუფციული ბიურო” ავრცელებს.
მათივე ცნობით, საუბარი შეეხებოდა საქართველოს ორგანულ კანონს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”, საქართველოს კანონებს – „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტისა” და „გრანტების შესახებ”, მათი აღსრულების მექანიზმებს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.
„შეხვედრაზე ბიუროს უფროსმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის რეკომენდაციები მოისმინა და აღნიშნა, რომ მსგავსი დიალოგი და გამოცდილების გაზიარება სამუშაო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბიუროსთვის მუშაობის პროცესში, კანონის უზენაესობის პარალელურად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ბიუროს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული, გრანტის მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობაში გარკვევას და მოიცავს მხოლოდ დაფინანსების ფარგლებში გაწეული აქტივობების შესწავლას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გორში, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა – პროკურორის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა სამართალდამცავის მოკვლა ცულის გამოყენებით სცადა, პოლიციის თანამშრომელმა კი ჰაერში გაისროლა

პეტრე ცისკარიშვილი – იმის ნაცვლად, ქვეყანა წაიყვანონ წინ, აბრუნებენ უკან – თუ ბელარუსს დავემსგავსეთ, ბელარუსები ვერ დადიან ევროპაში, 10-დან ერთ ადამიანს შეიძლება მისცენ ვიზა და ეს იქნება ჩვენი ხვალინდელი რეალობა