ივანიშვილმა ანტიკორუფციული ბიურო გარყვნა – ჯო უილსონი

რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადებით, “ივანიშვილმა თავისი მარიონეტის, რაჟდენ კუპრაშვილის მეშვეობით ქვეყნის ანტიკორუფციული ბიურო გარყვნა, რათა პროამერიკელი თავისუფალი ქართველების წინააღმდეგ ემოქმედა.“
მისი თქმით, “ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს ამერიკის აკრძალვისა და ქვეყანაში ჩინეთის დომინირების უზრუნველსაყოფად.“
ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ ლიდერმა ივანიშვილმა თავისი მარიონეტის, რაჟდენ კუპრაშვილის მეშვეობით ქვეყნის ანტიკორუფციული ბიურო გარყვნა, რათა პროამერიკელი თავისუფალი ქართველების: ნინო ევგენიძის, ეკა გიგაურის, მარიამ კაპანაძის, ქეთი ხუციშვილის და ბაია პატარაიას წინააღმდეგ ემოქმედა. ის ყველაფერს აკეთებს ამერიკის აკრძალვისა და ქვეყანაში ჩინეთის დომინირების უზრუნველსაყოფად“, – წერს X-ზე რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

გარემოს ეროვნული სააგენტო – 21-23 ივლისს, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40 გრადუსს მიაღწიოს – ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს